ქართველ სტუნდენტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ერაზმუს+ მობილობის პროგრამების მეშვეობით საზღვარგარეთ სწავლობს, ან უკვე მიიღო განათლება. თუმცა, ბევრია ისეთიც, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია პროგრამებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ახალგაზრდებს ერაზმუს+ სთავაზობს.
არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ არასრული ინფორმაციის გამო უჭირთ ერაზმუსის + მობილობის პროგრამების შერჩევა. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტის EU Neighbours East ინიციატივით, შეიქმნა ელექტრონული ბარათები, რომელიც მარტივი გზით პასუხობს ყველა აქტუალურ კითხვას.
პასუხები ძალიან მარტივი სახით არის წარმოდგენილი – ისე, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის ინფორმირებული, შეუძლია გაიგოს, როგორ მუშაობს ერაზმუს.