სერბეთის ქალაქ ნოვისადში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ზვიად პატარიძე ჩემპიონატის გამარჯვებულია.
პატარიძემ 130 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან რუმინელ ბერეის 0:5 სძლია და საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა.
საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მედალი მოიპოვა.