სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გაბრაზდი! ხმა აიმაღლე! – ქუთაისში ფემინისტების აქცია-მსვლელობა გაიმართა

8 მარტი, 2019 • ირინა მაკარიძე • 1

გაბრაზდი! ხმა აიმაღლე! – ქუთაისში ფემინისტების აქცია-მსვლელობა გაიმართა

გაბრაზდი! ხმა აიმაღლე! თქვი – არა! ილაპარაკე ტაბუდადებულ თემებზე! – ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია – მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 8 მარტი ჯერ კიდევ ასოცირდება ყვავილებითან და რომანტიკასთან, რაც არასწორია, რადგან ქალების ბრძოლა უფლებებისათვის არ დასრულებულა.

“8 მარტი ჯერ კიდევ ასოცირდება ყვავილებითან და რომანტიკასთან, თუმცა ამ დღის ისტორია უკავშირდება მშრომელი ქალების პროტესტს ჩაგვრის წინააღმდეგ, ფემინისტური ბრძოლის მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგის მიუხედავად, უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა”, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია მსვლელობა წერეთლის უნივერსიტეტიდან დაიწყო და მერიის გვერდით მდებარე შრომის მემორიალთან დასრულდა.