ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტი თებერვალში 47 513 მგზავრს მოემსახურა

9 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის აეროპორტი თებერვალში  47 513 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 625,236 მგზავრს მოემსახურა. თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

ქუთაისში მგზავრთა ნაკადი 111%-ითაა გაზრდილი. აეროპორტი თებერვალში 47 513 მგზავრს მოემსახურა. ორი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის აეროპორტი 103 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 112%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დაგეგმილია, მომავალში ქუთაისის აეროპორტს დაემატოს ახალი ტერმინალი. მათი ინფორმაციით, თუ დღეს აეროპორტი დღეში 300-400 მგზავრს ემსახურება, ახალი ტერმინალის დამატებით ეს რიცხვი დღეში 1200-მდე გაიზრდება. ასევე ქუთაისის აეროპორტიდან დაემატება ფრენები 6 ევროპულ ქალაქში.

წყარო:commersant.ge