სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული ტ. გ. და 1986 წელს დაბადებული ი. ლ. ქუთაისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ი.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.