ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი ერთობლივ წარმოების დაფინანსებას ჩინური მხარე მოახდენს. ტექნოლოგიების ჩამოტანაც ჩინეთიდან მოხდება. იგეგმება ასევე ადგილობრივების სტაჟირებისათვის ჩინეთში მივლინება.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ინფორმაციით, ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ამუშავდება. „ერთობლივ კომპანიაში დაფინასებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს ჩინური მხარე. შესაბამისად, ტექნოლოგიებიც ჩინეთიდან ჩამოვა. ვფიქრობთ, შენობის აშენებას და ნაწილის აღდგენას დაახლეობით ერთ წელში მოახერხებენ. პარალელურად, ჩინური მხარე ტყიბულიდან 30 ადამიანის წაყვანას და მათთვის 3-6 თვის განმავლობაში სპეციალური სტაჟირების კურსის შეთავაზებას გეგმავს. ამ ადამიანების ჩინეთში გადამზადება ანაზღაურებადი იქნება. დაბრუნების შემდეგ კი ისინი 250-მდე ადგილობრივს შეასწავლიან ახალ საქმეს“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა bpn.ge-სთან საუბარში. მისივე თქმით, ინვესტორები ქახხნის აშენებას თბილისში ან რუსთავში გეგმავდნენ, ტყიბული კი საპარტნიორო ფონდის დაჟინებული მოთხოვნით შეირჩა, რადგან ადგილობრივებს შახტის გარდა დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა განჩნდეთ. როგორც ცნობილია, ჩინელები საქართველოში საწარმოების გახსნას ევროპულ ბაზარზე შეთავათიანი პირობებით გასვლის მიზნით ახდენენ.