სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

13 მარტს ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

11 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

13 მარტს ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

13 მარტის 06:30 საათიდან – 14 მარტის 07:30 საათამდე, ქალაქ ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვა კომპანია „SMK“-ს მიერ ახალი თუჯის მაგისტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოებს უკავშირდება.

ქ.ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები:

გოგოლი; ბაგრატიონი; ბალანჩივაძე; ჭყონდიდელი; ჩორგოლიანი; ლეონიძე; გურამიშვილი; რაზმაძე; გრ. აბაშიძე; ევდოშვილი; მოსკოვი; გორი; დეპო; ხაბეიშვილი; ნიკო მარი; ნეკრასოვი; წერეთელი – N165-ის ზევით; ახალგაზრდობა; ჯორჯიაშვილი; კუპრაძე – 13.03.2019 წლის 06:00 საათიდან – 13.03.2019 წლის 11:00 საათამდე.

ნიკეას II შესახვევი; ნიკეას N40ა-დან N76-ის ჩათვლით – 13.03.2019 წლის 07:00 საათიდან – 14.03.2019 წლის 07:30 საათამდე.

სოფელი ზედა მესხეთი; სოფელი ქვედა მესხეთი; სოფელი ოფშკვითი; სოფელი უკანეთი; ბროწეულას დასახლება – 13.03.2019 წლის 07:00 საათიდან – 13.03.2019 წლის 20:00 საათამდე.

შ.პ.ს. “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.