ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოკაცეს კანიონზე ვიზიტორთა მიღება განახლდა

19 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

ოკაცეს კანიონზე ვიზიტორთა მიღება განახლდა

ოკაცეს კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას დღეიდან შეძლებენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ოკაცეს კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის საფარი. კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის, რომელიც პანორამული გადასახედით სრულდება.

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს.