ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბდური შემთხვევა მოხდა. 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სასტუმროში მუშაობდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ის ფანჯრებს წმენდდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორნაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.