სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონში 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს

26 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონში 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, არასრულწლოვანი მდინარეში იყო შესული, როცა წყალი მოულოდნელად მოვარდა. ბავშვი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.

ცნობისთვის, ანალოგიური შემთხვევები რიონზე სხვადასხვა დროს დაფიქსირდა, მდინარეზე არსებული ჰესის გამო, მოულოდნელად ხდება წყლის გამოშვება, რის შესახებაც მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება არ ხდება.