ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტორში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.