ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა 2 მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა.
შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლები.
მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები.