ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ძლიერმა ქარმა 17 სახლის სახურავი დააზიანა

31 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

იმერეთში ძლიერმა ქარმა 17 სახლის სახურავი დააზიანა

იმერეთის რეგიონში, ძლიერი ქარის გამო, 31 მარტის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 42 შეტყობინება შევიდა.

აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება ქუთაისში დაფიქსირდა.

ძლიერმა ქარმა რეგიონში 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა.

ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი.