სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში იაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისათვის 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

8 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში იაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისათვის 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ქუთაისში იაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, მოასფალტდა და დაიხაზა ქუჩა.

ინტერნეტის, ტელევიზიის და ელექტრო ენერგიის სადენებისთვის, მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხები მოეწყო.

გზის რეაბილიტაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.

სამუშაოებს რამდენიმე თვის განმავლობაში შპს ,,ორიენტირი” ასრულებდა.