სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება

14 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. 1978 წელს ქართული ენის დასაცავად მასობრივმა გამოსვლებმა კულმინაციას 14 აპრილს მიაღწია.

ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების, სტუდენტების, დისიდენტების, ქართველი ხალხის მრავალათასიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ხელისუფლება აიძულა, უარი ეთქვა საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს უკარგავდა.

მოვლენის აღსანიშნავი ძეგლი დაიდგა თბილისში, რომელსაც “დედაენის ძეგლი” ქვია. ამავე სახელწოდების ძეგლი არის ქუთაისშიც, სადაც თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.