ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მეგრელიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. სახლის მეპატრონის თქმით, ხანძარი განგებ გააჩინეს.
“ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდეს, ცეცხლი სახლს მოედო და ყველაფერი დაიწვა”, -აცხადებს დაზარალებული. მისი თქმით, არ იცის, დანაშაული ვინ ჩაიდინა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ჯგუფი მუშაბს. ცეცხლის ძირითადი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია.
გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.