ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეხანძრე-მაშველებმა ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

20 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

მეხანძრე-მაშველებმა ნაპოვნი  ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, რ. კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარის დროს ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი გადარჩა. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი – შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

თეგები: ოქრო