ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზუგდიდიდან გადმოყვანილი ათივე არასრულწლოვანი ქუთაისში, სამედიცინო ცენტრში იმყოფება

20 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

ზუგდიდიდან გადმოყვანილი ათივე არასრულწლოვანი ქუთაისში, სამედიცინო ცენტრში იმყოფება

ზუგდიდიდან ქუთაისში გადმოყვანილი ათივე არასრულწლოვანი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ იმყოფება.

“ათივე ასრულწლოვანი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, ბოლოს გადმოყვანილ მოზარდებს უტარდებათ გამოკვლევები, არცერთი მათგანის სიცოცხლეს, დღეის მდგომარეობით, საფრთხე არ ემუქრება”-განუცხადეს ჟურნალისტებს სამედიცინო ცენტრეში.

რაც შეეხება არასრულწლოვნების “დედას”, მას მეთვალყურეობას სამართალდამცავები უწევენ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს.

უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით 7 ბავშვი შეიყვანეს