კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამ თვეში ქვეყნიდან 21,4 მილიონი დოლარის ხილი და ბოსტნეული გავიდა

29 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 35

სამ თვეში ქვეყნიდან 21,4 მილიონი დოლარის ხილი და ბოსტნეული გავიდა

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა 16,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან 21,4 მილიონის დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

$16,7 მილიონიან ექსპორტში პოზიციები ასე გადანაწილდა: თხილი- $8,0 მილიონი, ვაშლი $2,4 მილიონი, მანდარინი $1,9 მილიონი, ბანანი -$1,3მილიონი, ფისტა $1,2 მილიონი, ბერძნული თხილი $0,5 მილიონი.

რაც შეეხება ბოსტნეულს, 2019 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან $4,3 მილიონის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

აქედან $0,6 მილიონი კარტოფილზე მოდის, $0,6 მილიონი კიტრზე, ხოლო $0,4 მილიონი ტომატებზე, დანარჩენი სხვა ბოსტნეულზე ნაწილდება. ზრდა 10,3%-ია.

2018 წლის 3 თვეში ქვეყნიდან $3,9 მილიონის ბოსტნეული გავიდა.

იმედინიუსი

თეგები: ბოსტნეულიდოლარიეკონომიკახილი