საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის, ეგრეთწოდებული რიონისპირა სახლების სრული რეაბილიტაციისთვის, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი SPA190002436 ითვალისწინებს, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის, საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 944 000.00 ლარია.