სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

70 ათასი ლარი ნაგვის კონტეინერებისათვის – ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს

29 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

70 ათასი ლარი ნაგვის კონტეინერებისათვის – ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 70 ათას ლარის ღირებულების ნაგვის კონტეინერებს შეიძენს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი NAT190008310 მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სხვადასხვა სახის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა საგრანტო პროექტის „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები-სუფთა შავი ზღვისათვის“ ფარგლებში მოხდება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები – სუფთა შავი ზღვა“ წარმოადგენს მეორე გარემოსდაცვით ინიციატივას ქუთაისში. ამჟამად ამ პროექტში მონაწილეობენ პარტნიორები საქართველოდან, მოლდოვადან და რუმინეთიდან. პროექტის მიზანია პლასტმასის და სხვა ნარჩენების რაოდენობის შემცირება მდინარეებსა და შავ ზღვაში.

თეგები: ნაგვის კონტეინერები