სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუჩები, რომლებიც 2 მაისს ქუთაისში გადაიკეტება

2 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუჩები, რომლებიც 2 მაისს ქუთაისში გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიის ინფორმაციით, ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში 1 მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (#3 სკოლის მიმართულებით).

2 მაისის 09:00 საათიდან, ასევე, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე.

2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან.
ყველა ჩამოთვლილ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

თეგები: ქუთაისი