ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რომ ყოფილიყო, დღესასწაული სხვა შინაარსს შეიძენდა”

2 მაისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რომ ყოფილიყო, დღესასწაული სხვა შინაარსს შეიძენდა”

„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რომ ყოფილიყო, დღესასწაული სხვა შინაარსს შეიძენდა” – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებმა სიმბოლურად აქცია გამართეს.

ჯგუფის წევრებმა პარლამენტის თბილისში გადატანა გააპროტესტეს და ხელისუფლებას მისი დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

“ქუთაისმა საპარლამენტო სტატუსი დაკარგა და ეს დასაბრუნებელია. დღეს ყველას საზეიმო განწყობა გვაქვს, მაგრამ, თუნდაც გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია ორმაისობას, ასეთი ცარიელი არ მახსოვს. ეს პირდაპირ არ არის პარლამენტის გადატანის ბრალი, მაგრამ ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი რომ იყოს, დღესასწაულიც სულ სხვა შინაარსს შეიძენდა”, -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

თეგები: ქუთაისი