ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

9 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

მათივე განმარტებით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.

ფოტო:რუსთავი 2