სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო

10 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო

ტურისტულ რეგიონებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იმის გამო, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.

პროექტი USAID-ს მხარდაჭერიით ხორციელდება.

ცნობისთვის, მზის პანელების საწარმო – “AE Solar” ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეიქმნა.

თეგები: ეკონომიკამზის