ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

17 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ და დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

„დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება”, -განაცხადა არჩილ ჭუმბურიძემ.

მოშიმშილეები მერიის წინ რჩებიან. პარალელურად გრძელდება მაღაროელების გაფიცვა. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.