ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა”–გაფიცულმა მაღაროელებმა კარვების გაშლა დაიწყეს

17 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

“ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა”–გაფიცულმა მაღაროელებმა კარვების  გაშლა დაიწყეს

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურიის მერიის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა.

„პროტესტი გრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ აქ მოვიტანეთ კარვები და ღამესაც კარვებში გავათევთ. თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნას, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“–აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურაში მაღაროლების აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს. 15–მა მაღაროელმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. გაფიცულები ხელფასების 50%–ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.