ჭიათურის მუნიციპალიტეტში 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 6,67%-ია.
მისი თქმით, ოლქში ამ დროის მონაცემებით საჩივარი არ დაწერილა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სვერის № 43 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ კამერა დაზიანებულია, თუმცა რომ ახლა დაზიანდა ამის დამტკიცება შეუძლებელია.
ჭიათურაში 42 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული.