ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ზესტაფონის საკრებულოს წევრმა მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია გაწია”

19 მაისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ზესტაფონის საკრებულოს წევრმა მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია გაწია”

ზესტაფონში 53-ე საარჩევნო უბანზე საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატმა არჩევანი საარჩევნო კაბინაში შესვლის გარეშე გააკეთა, რითაც ფარულობის პრონციპი დაირღვა.

“მაია ჩხეიძემ უბანზე განახორციელა ღია აგიტაცია და იმ მომენტში საარჩევნო უბანზე მყოფ ამრჩევლებს მმართველი პარტიის ნხარდაჭერისკენ მოუწოდა, რაც არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა”- განაცხადა ბექა ონიანმა.

ორგანიზაციის წევრებმა მომხდარის გამო საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერეს.