სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში რჩება

23 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში რჩება

სამაუწყებლო კომპნია “რუსთავის 2”-ის ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ინტერვენციულის მედიცინის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორის თამარ ჯანელიძჳს განცხადებით, ჟურნალისტს მრავლობითი დაზიანება აქვს.

“პაციენტს აქვს ქალა ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა შესაბამის კვლევები, დაუდგინდა დიაგნოზი – პლევმოცეფალია, თავის ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, თვალის კაკლის დაჟეჟილობა და ცხვირის ზედაპირული ტრავმა აქვს. ამჟამად მოთასებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებს, მდგომარეობა სტაბილურია”-განაცხადა თამარ ჯანელიძემ.

ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დღეს დაესხნენ.