ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქუჩები გადაიკეტება

25 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქუჩები გადაიკეტება

26 მაისს დაგეგმილი ღონსიძიებების გამო ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, ასევე 25 მაისს 24:00 საათიდან დაიკეტება ცენტრალური მოედანი რუსთაველის და კოსტავას ქუჩებიდან.

ავტომობილები მოძრაობას ლერმონტოვის ქუჩის გავლით შეძლებენ. აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, 26 მაისის 23:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.

26 მაისის ღონისძიებებს ქუთაისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმასპინძლებს. დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი. ცისფერყანწელების ქუჩა დადა “სიყვარულის პარკში” არსებული პარკში 11:00 –დან 18:00 საათამდე გამოფენები გაიმართება.