სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დაგვიბრუნეთ ღირსება და დაგვიბრუნეთ პარლამენტი”- აქცია-პერფომანსი ქუთაისში

26 მაისი, 2019 • ირინა მაკარიძე • 1

“დაგვიბრუნეთ ღირსება და დაგვიბრუნეთ პარლამენტი”- აქცია-პერფომანსი ქუთაისში

“იმსახურებს ქუთაისი რომ მიიღოს ბევრად მეტი, დაგვიბრუნეთ ღირსება და დაგვიბრუნეთ პარლამენტი”, “საომარო ჩვენო ლელო საუკუნეთა ამთვლელო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, არის ჩვენი საქართველო”-ამ გზავნილებით ქუთაისში ახალგაზრდული ორგანიზაციის “პოსტერუმ ქუთაისის” წევრებმა “თეთრ ხიდზე” სიმბოლურად აქცია – პერფომანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად 11 ლურჯი და 6 თეთრი ფრანი გაუშვეს. როგორც მათ განმარტეს, 11 ფრანი სიმბოლურად საქართველოს 11 რეგიონს ნიშნავს, 6 ფრანი კი იმ 6 წელს, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.

“ჩვენი ორგანიზაცია ამ აქცია- პერფომანსით ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამასთან ვაპროტესტებთ დეოკუპაციის მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკას, ასევე ვაპროტესტებთ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას”-განაცხადეს “პოსტერუმ ქუთაისის” წარმომადგენლებმა.