სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ცილისმწამებლები ციხეში” – დაკავებული მორაგბის სოლიდარობის აქცია ქუთაისში

27 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

“ცილისმწამებლები ციხეში” – დაკავებული მორაგბის სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დაკავებული მორაგბის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა. “ცილისმწამებლები ციხეში” – ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები სოლიდარობას რამდენიმე დღის წინ დაკავებულ მორაგბე გიორგი კვირიკაშვილს უცხადებენ. მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული.

“გიორგი კვირიკაშვილი ორ ადამიანს აზავებდა, რომლებიც ჩხუბობდნენ. ერთ-ერთი ადვოკატის მეუღლე იყო. სამართალდამცველებმა კი როგორც ჩხუბში მონაწილე პირი, ისე დააკავეს. სინამდვილეში მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე დაკავებულის ოჯახის წევრები და უფლებადამცველი იმყოფებდონენ.

გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულია სსკოდექსის 239-ე ხულიგნობის და 126-ე ძალადობის მუხლით. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ქუთაისში მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ

თეგები: რაგბი