სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სამი მორიგე ბაღი შეირჩა

28 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში  სამი მორიგე ბაღი შეირჩა

ქუთაისში ზაფხულის პერიოდში წელს პირველად სამი მორიგე იფუნქციონირებს. ქუთაისის ააიპი ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ უკვე შეირჩა ის ბაღები, რომლებიც 1 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.
# 2 ფილიალი (გაპონოვის ქ. პირველი შესახვევი #5)

#25 ფილიალი (ხორავას ქ.#8)

#37 ფილიალი (ტოლსტოის ქ.#3)
მსურველთა რეგისტრაცია 20 ივნისამდე გაგრძელდება. მშობელმა/მეურვემ აუცილებელია წარადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან. საკონტაქტო ნომერია: 253701

როგორც ააიპში აცხადებდნენ, ბაღების შერჩევა ადგილმდებარეობის მიხედვით მოხდა, რომ ქალაქის ყველა უბნიდან თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ფილიალები.

შეგახსენებთ, წინა წლებში ქალაქში 2 მორიგე ბაღი ფუნქციონირებდა. ბაღების რაოდენობის გაზრდის რეკომენდაციით მერიას საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ მიმართა.