სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ აფრთხილებენ

18 ივნისი, 2019 • ნიუპრესი • 1

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.