რუსეთი ოკუპანტია -ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია დღესაც გაიმართება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში რუსი დეპუტატების ვიზიტს და ხელისუფლების ქმედებას გააპროტესტებენ.
აქცია 18:00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ სამოქალაქო პროტესტს და დაგმონ განვითარებული მოვლენები.
აქციები ქუთაისში გუშინაც გაიმართა.