ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნუ მესვრი”, “არა ოკუპაციას” – ქუთაისში აქცია-მსვლელობა იმართება [VIDEO]

21 ივნისი, 2019 • ნიუპრესი • 1

“ნუ მესვრი”, “არა ოკუპაციას” –  ქუთაისში აქცია-მსვლელობა  იმართება [VIDEO]

“ნუ მესვრი”, “არა ოკუპაციას”, “თავისუფლებასთან წააგებთ” – ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

მესხიშვილის თეატრთან შეკრებილების განცხადებით, მომხდარზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

“ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ასევე ვაპროტესტებთ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს. ვერ ავიტანთ მოქალაქეების დარბევას და მოვითხოვთ, ხელისუფლებამ პასუხი აგოს გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მომხდარზე”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ამ დროისათვის ქუთაისში მოქალაქეები მსვლელობას მართავენ.