ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნანა წადი! – ამ მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოში პერფორმანსი გაიმართა

26 ივნისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ნანა წადი! – ამ მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოში პერფორმანსი გაიმართა

ნანა წადი – ამ მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოში პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას წასვლა მოითხოვეს.

აქტივისტებმა დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოუწოდეს დატოვოს საკრებულოს მანდატი. სამოქალაქო აქტივისტებმა სხომათა დარბაზში პლაკატი წარწერით #ნანაწადი გაშალეს. მათი თქმით, ვიდრე ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატით ისარგელებს, იქამდე სამოქალაქო აქტივისტები საჯარო სიცრცეში დისკომფორტს მუდმივად შექმნიან.

,,არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. ამაზე საზოგადოებას რეაქცია ყოველთვის ექნება “- აცხადებენ აქტივისტები.

სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დღეს საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. საკრებულოში თავად ნანა კოსტავა არ გამოჩენილა. სამოქალაქო პროტესტის ფონზე მან ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე ფრაქცია უკვე დატოვა. კოსტავა ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია.