ქუთაისში, გორკის ქუჩის სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთებითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ქუჩის საწყისი მონაკვეთი ბეტონის საფარით უნდამოეწყოს. სამუშაოებს, 220 ათას ლარად, ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული შპს „ტობე“ განახორციელებს. ტენდერის პირობების თანახმად, სამშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი ადგილობრივმა თვიმმართველობამ 14 მარტს 256 961 ლარზე გამოცხადა. „ტობე“ ადგილზე 18 სანტიმეტრიან „ალმირებულ“ ბეტონის საფარს 5 039 კვ.მეტრზე დააგებს.
„სოცილაურ ქსელებში და მოსახლეობაშიც გორკის ქუჩა ყბადაღებული თემა იყო. ამიტომ, გავითვალისწინეთ საზოგადოების სურვილი და გორაზე, პირველ რიგში, ამ ქუჩის რეაბილიტაციას დავიწყებთ,“ – აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.