ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დაუსიგნალე გახარიას”- ქუთაისში მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა მოეწყო

3 ივლისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“დაუსიგნალე გახარიას”- ქუთაისში მინისტრის გადადგომის მოთხოვნით  მსვლელობა მოეწყო

“დაუსიგნალე გახარიას”- გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში მსვლელობა მოეწყო.

აქტივისტებმა ავტომანქანებით მსვლელობა აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სიგნალებით იმერეთის სამხარეო პოლიციასა და ქალაქის სამმართველოს შენობებთან მივიდნენ.

მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება.