ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

4 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

ქუთაისში ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი გამოცხადდა #40 , #38, #37, #34, #24-ე #3 საჯარო სკოლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე.

გამოცხადებული ტენდერების თანახმად, #40 საჯარო სკოლაში სამუშაოებისათვის 199 016 ლარი დაიხარჯება, მოხდება სკოლის სახურავის, სპორტული დარბაზის და სველი წერტილების რეაბილიტაცია.

#38 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 98 979 ლარი დაიხარჯება, ამ თანხით სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია და სახურავის ფრაგმენტული შეკეთება უნდა მოხდეს.

#37-ე სკოლის სამუშაოებისათვის 191 771 ლარი განისაზღვრა, უნდა მოხდეს სკოლის სახურავის, ფანჯრების და სველი წერტილების რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდება #34 საჯარო სკოლაშიც, აქ 116 006 ლარით, სველი წერტილების და სპორტდარბაზის რეაბილიტაცია მოხდება.

#24-ე საჯარო სკოლაში მხოლოდ სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 58 562 ლარი დაიხარჯება.

წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის ხაძრის შედეგად დაზიანებული სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშოებისათვის 19 733 ლარია განსაზღვრული.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

წელს ქუთაისში რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა, სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა.

თეგები: სკოლა