ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ კორპუსების ფასადის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო

10 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერიამ კორპუსების ფასადის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ შვიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის გამზირზე N2-ში, N24-ში, N26-ში, N28-ში, N37-ში, გუგუნავას ქუჩაზე N2-ში და ნიკეას ქუჩის N1/5-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს.

სამუშაოებს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება, ჭავჭავაძის N24-ის გარდა აწარმოებს შპს “ლამოდერნა”, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე, N24 ში მდებარე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს “ტუკა” ახორციელებს.

[R]

თეგები: ქუთაისი