სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი ხვალ დასრულდება

11 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი ხვალ დასრულდება

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ხვალ დასრულდება. მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ სამუშაოები განახლდება.

ტაბიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, შპს “ჯეო სერვისთან” შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდა. სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომელიც ხვალ, 12 ივლისს დასრულდება და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქუჩის რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.