ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ანტისაოკუპაციო აქციის გამო პრობლემები შეგვიქმნეს” – შპს “მაკნატუნა

15 ივლისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ანტისაოკუპაციო აქციის გამო პრობლემები შეგვიქმნეს” –  შპს “მაკნატუნა

ანტისაოკუპაციო აქციის გამო პრობლემები შეგვიქმნეს – აცხადებენ შპს “მაკნატუნაში” . როგორც კომპანიაში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც 20 ივნისის მოვლემებს გამოეხმაურნენ, კომპანიაში საგადასახადო სამსახური განმეორებით შევიდა.

“მაკნატუნას” პრესსამსახურის განმარტებით, ანტისაოკუპაციო კამპანიის ფარგლებში, წარმოება ახალი შეფუთვით დაიწყეს და შეფუთვაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით დაიტანეს. სავარაუდოდ, ამ კამპანიას უკავშირებენ საგადასახადოს განმეორებით შესვლას.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელი თორნიკე ცერცვაძე, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა და მზესუმზირას არიგებდა, სარაგბო კლუბ „ლელოდან“ გამოუშვეს.

“მაკნატუნა” 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრალური ოფისი ქუთაისშია.