“მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ”- ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა. აქციის მონაწილებმა შინაგან საქმეთა სამინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფლაერები დაარიგეს.
ფლაერებზე 20 ივნისს განვითარებული მოვლნების შესახებ არის ინფორმაცია დატანილი.
“მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ-ამგვარი ფორმა მიიღო ამ კამპანიამ. ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მოსახლეობას დავურიგეთ ფლაერები, სადაც დატანილია ინფორმაცია 20 ივნისის მოვლენების შედეგებზე. ამით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნას და ვეტყვით, რომ მოთხოვნის შესრულებამდე არ დავიშლებით”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისის” წევრმა ზურაბ კოსტავამ.
აქცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.
“მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ”- აქცია ქუთაისში
15 ივლისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები