ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა

18 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.

შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მაისის შემდეგ კი, რაც თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.