ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე?

19 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე?

“ნიუპრესი” აგრძელებს მკითხველისათვის საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გაცნობას.

ამჯერად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.

2019 წლის 27 მაისს შევსებული დეკლარაციის თანახმად, შალამბერიძე ერთ ბინას ფლობს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მის მფლობელობაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Mercedes CLK 350. სხვა უძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება.

ზვიად შალამბერიძეს ყავს მეუღლე და სამი შვილი.

ზვიად შალამბერიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად გუშინ დაინიშნა. იმ დრომდე კი ის პირველი მოადგილის პოსტზე ირიცხებოდა და რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.