ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებისთვის დაიკეტება

23 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებისთვის დაიკეტება

24 ივლისიდან ვიზიტორებისთვის ნავენახევის მღვიმე დროებით დაიკეტება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზად გადაუდებელი ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები სახელდება.

შეგახსენებთ, ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა. ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმის მონახულება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ. 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი სათაფლიის, მარტვილისა და ოკაცეს ჩანჩქერის სტუმრობა. რაც შეეხება ოკაცეს კანიონს, ის 18:30 საათზე დაიკეტება. შეცვლილი განრიგით ვიზიტორებს ტერიტორიებზე ვიზიტი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრამდე შეეძლებათ.