ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სტიქიამ ლენტეხში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

25 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

სტიქიამ ლენტეხში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

სტიქიაა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. წუხელ მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები – დვრიში, ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყვიტა.

ლენტეხის მერის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.

ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება.

ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგნლები იმყოფებიან.