ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი კიკბოქსიორები შავი ზღვის თასის მფლობელები გახდნენ

26 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისელი კიკბოქსიორები შავი ზღვის თასის მფლობელები გახდნენ

კიკბოქსში საერთაშორისო ტურნირი 21-23 ივლისს ურეკში მიმდინარეობდა. მასში 300-მდე სპორტსმენი საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობდა.

ტურნირში ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი ჩაერთო, მათგან 9 ოქროს, 2 კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ალექსი თაბუკაშვილს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე და მმართველის მოადგილე ზაზა გულბიანი შეხვდნენ.